воскресенье, 20 июня 2010 г.

ბუნებრივი საღებავები



1. პროექტის სახელი: ბუნებრივი საღებავები

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას მცენარეთა შესახებ, რომლებიც საღებავად გამოიყენება. მოაგროვებენ იმ მცენარეებს რომლების ბუნებრივი საღებავებია.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად.

ერთი ჯგუფი ინტერნეტით და სხვა საშუალებებით მოიძიებს იმ მცენარეთა ნუსხას, რომლებიც შეიძლება საღებავის დასამზადებლად გამოიყენონ. აგრეთვე მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ამ მცენარეთაგან როგორ დაამზადონ საღებავი.

მეორე ჯგუფი შეაგროვებს მცენარეებს, რომლებიც საღებავად გამოიყენება (ენდრო, შავბალახა, კაკლის წენგო, ბროწეულის კანი, ცაცხვის ყვავილი, ხახვის ფურცლები და სხვა).

შემდეგ ორივე ჯგუფი ერთად გაარკვევს, როგორ მიმდინარეობს ღებვის პროცესი.

დაამზადებენ საცნობარო ბუკლეტებს.

შეღებავენ ნივთებს და მოაწყობენ გამოფენა-გაყიდვას.

4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი

5. ვადები: 1-2 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები: დაკვირვება მცენარეებზე, მოგროვება, მათი თვისებების აღქმა.

7. მოსალოდნელი შედეგები: გაეცნობიან მცენარეებს, შეისწავლიან  მათ თვისებებს, დაამზადებენ საღებავ ხსნარს, მოახდენენ სასურველი ნივთის ბუნებრივი საღებავით შეღებვას.

8. სამუშაო ენა: ქართული

9. საგნებთან კავშირი: ქიმია, ბიოლოგია, შრომა

10. პროექტის ფასილიტატორი: მანანა ბალარჯიშვილი

11. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: m.balarjishvili@gmail.com